19 აპრილი 2024,   12:03
ვრცლად
დაიწყეს ჩხუბი, ყვირილი, ყაყანი, მიკროფონების გარეშე მუშტი-კრივზე გადავიდნე - ხოშტარია "ოცნებაზე"

"როდესაც დაიწყო სესია, მშვიდად, ჩხუბის გარეშე, დავაყენეთ საკითხი, რომელიც დღეს აინტერესებს ყველას, ვინც დგას აქციაზე და ვინც აპროტესტებს, რაც ხდება, კონკრეტული რეზოლუციის საკითხი, სადაც წერია, რომ გახარია უნდა გადადგეს და დაპატიმრებული ადამიანები უნდა გამოუშვან,“ - ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ „კურიერთან“ გააკეთა.

ის პარლამენტში იმყოფება, სადაც სესია დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია ითხოვდა, კანონმდებლებს, შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის საკითხი განეხილათ, რაზეც მმართველმა გუნდმა უარი განაცხადა. ოპოზიციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. 

„ძალიან სამწუხაროა, თუმცა "ქართულმა ოცნებამ", ნერვები უმტყუნა, ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, დაიწყეს ჩხუბი, ყვირილი, ყაყანი, მიკროფონების გარეშე მუშტი-კრივზე გადავიდნენ. ყველას მინდა, ახსოვდეს, ახალგაზრდები იქ არ დგანან იმისთვის, რომ პარლამეტში ვიღაცამ მუშტი დაარტყას ვიღაცას, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს „ქართულმა ოცნებამ“, მდინარაძემ, ჩუგოშვილმა, პარლამენტის ყველა წევრმა იმაზე, რაც მოხდა, პასუხისმგებლობის აღების ერთადერთი ფორმა, რასაც აქცია ითხოვს, არის გახარიას გადადგომა და დაკავებულების გამოშვება,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები