19 ივლისი 2019,   06:32
ვრცლად
„ქართულმა ოცნებამ“ თავის წილი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო" - აკაკი ზოიძე 

„ქართულმა ოცნებამ“ თავის წილი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო“-აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა გადააყენა ირაკლი კობახიძე, მანდატი დატოვა ზაქარია ქუცნაშვილმა, ასევე შეიცვალა საარჩევნო სისტემა.

აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი მმართველმა გუნდმა მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ საზოგადოების დაკვეთა და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გზა იყო.

"პასუხისმგებლობა აიღო იმით, რომ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე, აიღო იმით, რომ მანდატი დატოვა ჩვენმა კოლეგამ, აიღო იმით,რ ომ ჩვენ შევთავაზეთ პროპორციული ნულოვანი ბარიერით საარჩევნოს სისტემა, რომელსაც ჩვენს გუნდში საკმაოდ ბევრი სკეპტიკოსი ჰყავს. ეს არის საზოგადოების დაკვეთა, ეს არის გზა და ნაბიჯი სამოქალაქო დაპირისპირების რომელიც ჩვენთან არის, ამ პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად.

რეალობა ის იყო, რომ ჩვენ ვართ დაძაბული, ჩვენ გვაქვს ერთმანეთის მიმართ დიდი უარყოფითი მუხტი, ეს გზა არჩევნების, როცა თითოეული მოქალაქის ხმას მნიშვნელობა აქვს არის მნიშვნელოვანი,რომ ჩვენ ამ სამოქალაქო ჩიხიდან გამოვიდეთ,“-აცხადებს აკაკი ზოიძე.

დღის ამბები