19 ოქტომბერი 2019,   22:45
ვრცლად
„ასეთ ქმედებებს, არამარტო საქართველოში, თან ახლავს ასეთი ნეგატიური შედეგიც" - მათიკაშვილი აქციის დარბევაზე

დავით მათიკაშვილი რუსთაველზე აქციის დარბევას ნეგატიურს უწოდებს და ამბობს, რომ არეულობის მცდელობას თან ახლავს ასეთი შედეგები.

„ასეთ ქმედებებს არამარტო საქართველოში, თან ახლავს ასეთი ნეგატიური შედეგიც, ამიტომ თითოეული ასეთი შედეგი უნდა იქნას გამოძიებული და პასუხისმგებლობა იქნას აღებული,“-აცხადებს მათიკაშვილი.

მისი თქმით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უკვე აიღო და ეს გამოიხატა პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომაში.  რაც შეეხება შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას, მათიკაშვილი ამბობს, რომ მინისტრმა ქვეყანა დესტაბილიზაციას გადაარჩინა და ის არ უნდა გადადგეს.

„გიორგი გახარია არის შს მინისტრი, რომლის ხელმძღვანელობით მოხდა შესაბამისი ქმედებების განხორციელება და ამ ყველაფერმა ქვეყანას აარიდა იმ წარსულში დაბრუნება, რაც სურს ნაცმოძრაობას. ისინი ხელებს იფხანენ, ვერ სცილდებიან ამ იდეას, რომ ეს ქვეყანა კვლავ ჩაითრიონ იმ სისხლში, რომელსაც თვითონ ადუღებდნენ საქართველოში. ამას ვერ ეღირსებიან, რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ყველაზე დიდი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო პარლამენტის თავმჯდომარემ, მიუხედავად იმისა, რომ მისი პირდაპირი ბრალეულობა არ არსებობს,“-აცხადებს მათიკაშვილი.

დღის ამბები