20 აპრილი 2024,   17:16
ვრცლად
"ჩვენი საზოგადოება უნდა დავიცვათ შავი ჭირისგან, ამ პოლიტიკური ჭირისგან" - სესიაშვილი ოპოზიციაზე 

"ჩვენი საზოგადოება შავი უნდა დავიცვათ შავი ჭირისგან, ამ პოლიტიკური ჭირისგან" - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში გააკეთა. ის 20 ივნისს საკანონმდებლო ორგანოს წინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. სესიაშვილმა ოპოზიცია შავ ჭირად მოიხსენია. მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტების მიზანი იყო, რომ რევოლუციური სცენარი განვითარებულიყო და პოლიცია იძულებული გახდა, რომ დამატებითი ძალა გამოეყენებინა. 

"თავი აარიდა ყველანაირ პასუხისმგებლობას და შეტევა განახორციელა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მინიმუმ, მათი დასუსტების მიზნით, ქვეყნის დასუსტების მიზნით, მიზანი და ამოცანა იყო, რომ რევოლუციურ აქტში გადაეზარდათ. ეს არის სამარცხვინო ქცევა, ამას სჭირდება ერთმნიშვნელოვანი შეფასება. მინდა, პოლიციის მოქმედება შევაფასო. ძალიან ბევრია საუბარი, როგორ მოქმედებდა პოლიცია. ჩვენ ვიღებთ იმაზე პასუხისმგებლობაზე, რაც მოხდა, მაგრამ ობიექტურად უნდა შევაფასოთ, როგორ განვითარდა მოვლენები, პოლიცია ორი საათის განმავლობაში სრული მოთმინებით ძალადობრივი რეაქციის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის ელგი9ტიმური და კანონიერი უფლება ჰქონდათ, შეიძლება ვალდებულებაც, იცავდნენ ჩვენს მოქალაქეებს. ორი საათის განმავლობაში ასამდე პოლიციელი დაშავდა და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი, ისიც ჭყლეტაში, ის, რაც შემდგომ დამატებითი ძალის აუცილებლობა დადგა, იყო იძულებითი აუცილებლობა, როდესაც ჩვენი პოლიციელები ორი საათის განმავლობაში მოთმინებით იდგნენ.

"ეს იყო ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, რომ ამ ქვეყანაში ძალადობა არ შეიძლება, მაგრამ სირცხვილი იმათ, ვინც ერთი რომ ძალადობისკენ მოუწოდებდა მეორე, - სირცხვილი მათ, რომ დაინახეს, რომ ასეთი მაღალი რისკი იყო ჯანმრთელობის დაზიანების, ერთი მოწოდება არ გააკეთეს, სირცხვილი, ათ ვინც მიატოვეს ის ადამიანები, გაიქცნენ, დაიმალნენ, სირცხვილი მათ, ვისაც არ ეყოთ გამბედაობა და ვერ გაემჯინენ, იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური მადა ეშმაკზე ჩამოკიდებულია. დიახ, სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, სადაც პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, ამაზე დადგება პასუხისმგებლობა, ვთქვით, 10 პოლიციელს აქვს უფლებამოსილება შეჩერებული, 2 პოლიციელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული. მთავარია, რომ ჩვენს საზოგადოებას ადეკვატური პასუხი უნდა გავცეთ. ჩვენი საზოგადოება შავი უნდა დავიცვათ შავი ჭირისგან, ამ პოლიტიკური ჭირისგან და ადეკვატურები უნდა ვიყოთ, საზოგადოების მოთხოვნებზე,“ - განაცხადა სესიაშვილმა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები