18 აპრილი 2024,   11:56
ვრცლად
მან ჩაიდინა დანაშაული და ის უნდა გადადგეს - რატიანი გახარიაზე 

პარლამენტმა უნდა უპასუხოს მარტივ კითხვას, გახარიას, როგორც მინისტრს, საერთოდ აქვს თუ არა უფლება, ილაპარაკოს პარლამენტში - სერგო რატიანი შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს. „ევროპული საქართველო“ 20 ივნისის სისხლიანი ღამის დანაშაულებრივ ქმედებებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ერთადერთი საკითხი, რაც შეიძლება პარლამენტის სესიაზე განიხილონ, ეს გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომაა.

„ერთადერთი საკითხი, რაზეც შეიძლება მსჯელობა ყოფილიყო დღეს სესიაზე, ეს არის გახარიას პასუხისმგებლობა. ამას მოითხოვს აქცია, ამას მოითხოვს პროტესტი და გარდა ამისა, გახარია არის დამნაშავე. დღეს ხელისუფლებაში არის ბევრი დამნაშავე, მაგრამ იმ ღამეზე პასუხისმგებლობა ეკისრება გახარიას. ჩვენ ეს საკითხი უნდა დაგვეყენებინა და თუ მსჯელობა იქნებოდა სხვა მიმართულებებზე სოფის მეურნეობაზე, განათლებაზე და ა.შ. ჩვენ დავტოვებდით სესიას. დღეს არაადეკვატურია პარლამენტი.

პარლამენტმა უნდა უპასუხოს მარტივ კითხვას, გახარიას, როგორც მინისტრს, საერთოდ აქვს თუ არა უფლება, ილაპარაკოს პარლამენტში. რას ჰქვია მოვა გახარია, მაშინ მკვლელი შემოვუშვათ პარლამენტში და დაიწყოს ახსნა. იმ დღეს მან ჩაიდინა დანაშაული და უნდა გადადგეს“, - განაცხადა სერგო რატიანი.

რატიანის განცხადებით, სამართალდამცველებმა გადაამეტეს ძალას, ისინი დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს, დაასახიჩრეს ისინი და ამაზე სრული პასუხისმგებლობა შს მინისტრს ეკისრება. 

„შეუძლებელია თვალში ნაცარი შეაყარო მთელ საზოგადოებას, თავიდან იყო ძალის გადამეტება, მერე ეს იყო დარღვევა. გაზი ესროლეს უკანა რიგებს, ადამიანებს, რომლებიც მშვიდობიანად იდგნენ და რომელთა მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უზრუნველყოფა უნდა გაეკეთებინა შინაგან საქმეთა სამინსიტროს“, - აცხადებს სერგო რატიანი.

დღის ამბები