20 აპრილი 2024,   15:07
ვრცლად
ივანიშვილი ისევე ვეღარ უშვებს გახარიას, როგორც შევარდნაძე ვერ ელეოდა მოსკოვიდან დანიშნულ კვირიას და გიორგაძეს - ბერძენიშვილს კითხვები აქვს

გადააბრალო ოპოზიციის წარმომადგენლებს ის, რომ 7 საათის განმავლობაში ხელისუფლება არბევდა ხალხს ეს არის უტვინობა - აცხადებს დავით ბერძენიშვილი. ის მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც 20 ივნისის სისხლიან დარბევაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებენ. 

მისი თქმით, პოლიტიკა დათმობებს საჭიროებს, მაგრამ არსებობს საკითხები, რომელიც პრინციპულია და რომელთა დათმობაც არ შეიძლება. 

"რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ მათ უკვე ლეგიტიმური კითხვები აქვთ. ბერძენიშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, ივანიშვილი გახარიას ისევე ვეღარ უშვებს, როგორც შევარდნაძე ვერ უშვებდა რუსეთისგან დანიშნულ კვირაიას და გიორგაძეს.

„ყველა გაუშვა ივანიშვილმა ფარცხალაძე გაუშვა, არაფორმალურ მმართველად დატოვა  ის ვერ ელევა გახარიას. მე მიჩნდება კითხვა ანალოგია სწორია რომ შევარდნაძე კვირაიას და იგორ გიორგაძეს მოსკოვიდან დანიშნულ ხალხს ვეღარ უშვებდა? აღარ არის ივანიშვილი საკადრო პოლიტიკის ერთ-ერთი განმსაზღვრელი? ცეკას მდივანი გახდა? მოსკოვის ღია სატელიტია? სანამ ის გახარიას ვერ შეელევა მანამ უკვე ვთვლით,რომ ის აღარ არის შემძლე.

როცა გავრილოვს დაგისვამს ქვეყნის მთავარ სავარძელზე და მოსკოვიდან გამოგზავნილ, არამარტო მენტალურად რუს გახარიას ვერ ელევა, ბუნებრივია ეს კითხვის ნიშანი უკვე დაისვა,“-აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

დღის ამბები