20 აპრილი 2024,   09:58
ვრცლად
ჩახედონ რეალობას ცალ თვალში მაინც - ოთო კახიძე მმართველ გუნდს მიმართავს 

ჩახედონ რეალობას ცალ თვალში მაინც - ამ განცხადებას, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე, მმართველი გუნდის მისამართით აკეთებს. კახიძე გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. ის მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრის დანაშაულებრივ ქმედებებს გაემიჯნოს და 20 ივნისის სისხლიან ღამეში მონაწილე ყველა დამნაშავე პირი დასაჯოს.

„ყველანაირ უტიფრობას და თავხედობას აქვს თავისი საზღვარი. როგორც უნდა იკამათონ, ვინ მოუწოდა და ვინ რა ძალა გამოიყენა, ხალხო, გამოიყენეს დიდი ცხოველების შესაკავებლად განკუთვნილი პლასტმასის ტყვიები და დაასახიჩრეს ახალგაზრდები. პოლიცია ნადირობდა, თვალებსა და თავში ესროდა ხალხს, ახალგაზრდები დაბრმავდნენ და ადამიანები არიან კომატოზურ მდგომარეობაში ხელოვნურ სუნთქვის აპარატზე მიერთებულები სიკვდილს ებრძვიან.

ეს უნამუსო და უტიფარი ხალხი როგორ ბედავს, რომ ამაზე პასუხისმგებლობა დააკისროს ვინმე სხვას, გარდა იმ ხალხისა, ვინც ეს ძალა გამოიყენა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა მინისტრს, გადაღებულია კადრები, როგორ ნადირობდა პოლიცია. ყველა პირი, ვინც ბრძანება გასცა ამ ტყვიების გამოყენებასა და თავში სროლაზე, უმკაცრესად დაისჯება. „ქართული ოცნება“ კი სრულიად სამარცხვინოდ გადაეფარა გიორგი გახარიას წინ და ისინიც აიღებენ პასუხისმგებლობას. გადადგეს ეს პირი, მისი ბრალია, მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ ახალგაზრდები არიან დასახიჩრებულები და იმაზე საუბარი, რომ ვიღაცა პარლამენტში იჭრებოდა, ეს არის მეასე ხარისხოვანი. მიწაზე დაეშვან და ჩახედონ რეალობას თვალებში,  ცალ თვალში მაინც“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთო კახიძე.

დღის ამბები