19 ნოემბერი 2019,   04:41
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარედ დაამტკიცეს

94 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. გადაწყვეტილება საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობამ ერთხმად მიიღო.

პლენარულ სხდომას არ ესწრება ოპოზიცია, რომელმაც დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ისინი ითხოვდნენ, რომ პარლამენტში აქციის მონაწილეების მოთხოვნები - შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა და დაკავებულების გათავისუფლება განეხილათ, რაზეც მმართველი გუნდი არ დაეთანხმა.

ამას კი სხდომათა დარბაზში ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები