16 აპრილი 2024,   09:20
ვრცლად
აგრესიულები ხდებიან ოპოზიციასთან და ხალხთან, გავრილოვს და ჩეპას ტაშს მშვიდად უკრავდნენ - გოგორიშვილი

დაპირისპირება და ხმაური პარლამენტში - „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასესიო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

მათი თქმით, არ შეიძლება საკანონმდებლო ორგანოში მიწის რეფორმაზე საუბარი, როცა აქციის სისხლიანი დარბევის მიუხედავად, გახარია ისევ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე რჩება. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა გოგორიშვილის თქმით, მმართველი გუნდის დეპუტატები თავს მშვიდად მხოლოდ რუსი დეპუტატების გარემოცვაში გრძნობდნენ.

„ისეთი შეშინებულია გახარია, ისეთი შეშინებულია ყველა, რომ აგერ ხაბარელი,რომელიც წამოხტა, ჩვენ და ნიკა მელიას გვეჩხუბებოდა, ის ხაბარელია, რომელიც ჩეპას ტაშს უკრავდა, როცა გავრილოვს სხდომა მიჰყავდა. იჯდა მშვიდად, იქ ძალიან მშვიდი იყო, აგრესიული ხდება ჩვენთან აგრესიული ხდება ხალხთან, ზუსტად ეს ხალხი დაუსვამს წერტილს ამ ხელისუფლებას,“-განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

დღის ამბები