23 აპრილი 2024,   19:13
ვრცლად
„მოითხოვეს და მიიღეს ტრუპები, ახლა მისი ნასხლეტები ეცადნენ საკანონმდებლო ორგანოში შემოჭრას" - გია ვოლსკი

„მოითხოვეს და მიიღეს ტრუპები და ახლა მისი ნასხლეტები ეცადნენ და კინაღამ მიაღწიეს კიდევაც, საკანონმდებლო ორგანოში შემოჭრას, კონსტიტუციურ წესწყობილების დამხობის მიზნით,“ - ეს განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გია ვოლსკიმ ოპოზიციის მისამართით გააკეთა. ის 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა. 

„ძალიან დამაფიქრებელია, რომ ჩვენი კოლეგების მეშვეობით და ჩვენი კოლეგების მონაწილეობით ამ დარბაზში, ოპერაციის ერთი-ერთი ნაწილის სერიოზული დაგეგმვა მოხდა,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დარბევისას 300-მდე ადამიანი დაშავდა. მათმა უმეტესობამ მძიმე დაზიანებები მიიღო. აქციის ორმა მონაწილემ კი თვალი დაკარგა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები