23 აპრილი 2024,   18:37
ვრცლად
შეასრულეთ ხალხის მოთხოვნა თუ არ გინდათ, რომ გახარიას გადარჩენის მცდელობას გადააყოლოთ სამოქალაქო მშვიდობა - ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიცია დღეს პარლამენტის სესიაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. განცხადება გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ მმართველ გუნდს 20 ივნისის ღამეს განვითარებულ პროცესებზე ემსჯელა, ისინი ოპოზიციაზე თავდასხმაზე გადავიდნენ.

„დღეს სახალხო პროტესტის მეექვსე დღე არის და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს იმედი გვქონდა, რომ პარლამენტის პირველივე სხდომაზე იმ საკითხების განხილვა დაიწყება, რაც საქართველოს მოქალაქეს ასე მტკივნეულად აღელვებს. ამის მაგივრად ვნახეთ  ჯერ ძალადობრივი, უნიჭოდ დადგმული პროვოკაცია, შემდეგ ასევე უნიჭოდ დადგმული ზეიმი, რომელსაც იმასთან რაც დღეს საქართველოში ხდება არავითარი კავშირი არ ჰქონდა. ყველაზე სავალალო არის ის რომ ძალადობა დღეს პარლამენტში, რომლის მიზანიც ოპოზიციონერი დეპუტატები იყვნენ, სინამდვილეში განხორციელდა საქართველოს მოქალაქეზე,“-განაცხდაა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძე მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ შეასრულოს მოქალაქეთა მოთხოვნები, გადააყენონ შინაგან საქმეთა მინისტრი და დაჯდეს ოპონენტებთან მოლაპარაკების მაგიდასთან. 

„7 წელია სახელმწიფო სისტემურ კრიზისშია, 7 წელია ჩვენ გვაქვს ერთ პარტიული დიქტატურა. გაერთიანებული ოპოზიციის სახელით მინდა ვკითხო აი ამ პიროვნებებს  ვინ დღეს საკანონმდებლო ორგანოში ისხდნენ, როგორ არ მოგაფიქრდათ არც ერთ თავში რომ დაზარალებულებისთვის ერთი თანაგრძნობის სიტყვა გეთქვათ. რაც გინდათ დაარქვით ამას გინდა მოთხოვნა დაარქვით, გინდა  რჩევა დაარქვით, გინდა თხოვნა დაარქვით არც ერთის არ შეგვეშინდება. რაც შეიძლება სწრაფად შეასრულეთ ხალხის მოთხოვნა და რაც შეძლება სწრაფად გადავიდეთ ამის შემდეგ პოლიტიკურ დიალოგზე. თუ არ გინდათ, რომ თქვენ გაჯიქებას და გახარიას  და სხვა დამნაშავეების გადარჩენის მცდელობას გადააყოლოთ სამოქალაქო მშვიდობა. ჩვენ არც რევანში გვჭირდება, არც არეულობა გვჭირდება. მზად ვართ დიალოგისთვის. სხვათა შორის დიალოგისთვის მზად ვიყავით იმ ღამესაც როდესაც გაზი შემოგვასხით სახეში,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები