19 აპრილი 2024,   03:41
ვრცლად
„ეს იყო მნიშვნელოვანი შოკი“ - თურნავა ტურიზმის სექტორში გაჩენილ პრობლემაზე საუბრობს

რუსული ტურისტული ემბარგო და არსებული გამოწვევები - მეორე დღეა, ეკონომიკის მინისტრი ტურისტული ბიზნესისა და სასტუმროების მფლობელებთან შეხვედრებს მართავს. ნათია თურნავა ტურიზმის სექტორში გაჩენილ პრობლემებს მნიშვნელოვან შოკად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ზარალის შესარბილებლად ყველაფერს გააკეთებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ სფეროში ბაზრის გაფართოებასთან ერთად უკვე არსებული ბაზრის შენარჩუნებაც მოხერხდეს.

„საქართველოს ხელისუფლება და ეკონომიკის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გვერდში ამოვუდგეთ დაზარალებულ მცირე ბიზნესს, დაზარალებულ სექტორს. სექტორი ნამდვილად არის გამოწვევის წინაშე, მე არ ვეცდები, რომ შევალამაზო ვითარება იმიტომ, რომ ტურისტული სეზონი დაწყებულია და ეს იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი შოკი, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შესაძლო, ასე ვთქვათ, ზარალი შევარბილოთ და ზუსტად ვუპასუხოთ ბიზნესის მოთხოვნას. ტურისტული ბაზრების გაფართოებასთან ერთად გვიყენებენ მოთხოვნას, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ შორის, რუსი ტურისტები და ტრადიციული ბაზრები შევინარჩუნოთ,“ - განაცხადა თურნავამ.

დღის ამბები