20 აპრილი 2024,   17:19
ვრცლად
„რეაგირება იქნება იმათ მიმართაც, ვინც იყო წამქეზებელი და ორგანიზატორი ძალადობრივი მოქმედებების“ - თალაკვაძე

„რეაგირება იქნება იმათ მიმართაც, ვინც იყო წამქეზებელი და ორგანიზატორი ამ ძალადობრივი მოქმედებების“ - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე 20 ივნისის ღამის დარბევაზე საუბრისას.

მისი თქმით, პასუხისმგებლობა დაეკისრება, როგორც იმ პირებს, ვინც ძალას გადააჭარბა დარბევისას და მათაც, ვინც ორგანიზება გაუწია პოლიციელების მიმართ ძალადობას. თალაკვაძე ამბობს, რომ შს მინისტრი და შს სამინისტრო კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებდა.

„რაც შეეხება შს სამინისტროს, შს მინისტრი და სამინისტრო მოქმედებდნენ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, მაშინ, როცა რეაგირება მოახდინეს მანიფესტანტებთან მყოფი ერთი ძალადობრივი ჯგუფის და მათ მიერ ორგანიზებული მოქმედებების საპასუხოდ.

პრაქტიკულად, ორი საათის განმავლობაში პოლიციელების მიმართ იყო შტურმი და ძალადობა, შემდგომში ის საპოლიციო მოქმედებები, რაც ვნახეთ, ეს იყო რეაგირება და პასუხი ამ ძალადობრივ შტურმზე. რეაგირება იქნება იმათ მიმართაც, ვინც იყო წამქეზებელი და ორგანიზატორი ამ ძალადობრივი მოქმედებების,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, „საქართველო არ გახდება აგრესიული დღის წესრიგის მძევალი და ის გააგრძელებს წინსვლას ნატოსა და ევროკავშირისკენ.

თალაკვაძე ასევე საუბრობს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. მისი თქმით, 2020 წლისთვის ბარიერი ნულოვანი იქნება, თუმცა 2024 წლის არჩევნებისთვის ბარიერი 2-5% იქნება.  

 

ამავე თემაზე
დღის ამბები