25 აპრილი 2024,   07:45
ვრცლად
ვთხოვთ მრევლს, წელს ამჯობინეთ დასვენება საქართველოში - საპატრიარქო

საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს, წლევანდელი ზაფხული საქართველოში გაატაროს - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი. მოწოდება 19-20 ივნისის მოვლენების შემდეგ პუტინის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელმაც საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა და რუსი ტურისტები უკან გაიწვია.

აღნიშნული განკარგულების შემდეგ რუსეთის მოქალაქეების იმ ნაწილმა, ვისაც საქართველოში მდებარე სასტუმროებში ჯავშანი ჰქონდათ გაკეთებული, ჩამოსვლა გადაიფიქრეს.

საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ზაფხულის საქართველოში გატარებით მოქალაქეები დაეხმარებიან ტურისტული მომსახურების სფეროში ჩართულებს ფინანსური ზიანი მაქსიმალურად აარიდონ.

„ა.წ. 19 ივნისიდან განვითარებულმა მოვლენებმა შეიძლება ტურისტული მომსახურების სფეროში ჩართული არაერთი ჩვენი მოქალაქე სერიოზულად დააზარალოს, რადგან ბევრ მათგანს აღებული აქვს საბანკო კრედიტი და პრობლემები შეექმნება მის დაფარვაში.

ამიტომაც ვთხოვთ ხელისუფლებას და ბანკების ხელმძღვანელებს, ვიდრე ვითარება შეიცვლება, მაქსიმალურად გაუწიონ შეღავათი ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს. 

ამასთან, ვთხოვთ ჩვენს მრევლს – შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წელს ამჯობინეთ დასვენება საქართველოში,“ - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.   

ამავე თემაზე
დღის ამბები