24 აპრილი 2024,   04:35
ვრცლად
თქვენ ხართ უნებისყოფოები, ერთი დღე ვერ გაძელით, რომ დევნა არ დაგეწყოთ - სერგო რატიანი

თქვენ ხართ უნებისყოფოები, ერთი დღე ვერ გაძელით, რომ დევნა არ დაგეწყოთ - ასე მიმართა ბიუროს სხდომაზე სერგო რატიანმა მმართველი გუნდის წევრებს. მან  სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. თუმცა მანამდე „ევროპული საქართველოს“ წვერმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნებას“ ეშინია მშვიდობიანი აქციის და რადიკალიზმზე მიდის. სწორედ ამას უკავშირდება, რატიანის თქმით, ნიკა მელიას წინააღმდეგ დაწყებული დევნა.

„ამ დღეების განმავლობაში არის მოწესრიგებული, მშვიდობიანი ორგანიზებული ძალა, ამისი შეგეშინდათ დღეს, თქვენ გინდათ ამისი დაძაბვა, ამის შეცვლა და მიდიხართ რადიკალიზაციაზე. იმის მაგივრად, რომ თქვენ გადაგედგათ ნაბიჯი და მართლაც იმ ღამეს პასუხისმგებელი პირის პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაგეყენებინათ და დღეს გვემსჯელა ამაზე იმიტომ, რომ ერთადერთი საკითხი, რომელიც უნდა ყოფილიყო განხილული, ეს იყო გახარიას გადაყენება,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

მისი განცხადება მიუღებელი აღმოჩნდა მამუკა მდინარაძისთვის, რომელმაც სერგო რატიანს ურჩია, დემაგოგიური გამოსვლებისგან თავი შეიკავოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები