23 აპრილი 2024,   12:11
ვრცლად
რუსი ოლიგარქი ცდილობს, დაამყაროს სისხლიანი დიქტატურა - გიორგი გუგავა

„დღეს პარლამენტის უფლებამოსილება უნდა უწყდებოდეს იმ მიზანთროფს, კაცთმოძულეს „ოცნების“ დეპუტატებს, ვინც დღეს განცხადებებს აკეთებდნენ პარლამენტში ზუსტად იგივენაირს, როგორიც გააკეთა 9 აპრილს როდიონოვმა,“ - ეს განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, გიორგი გუგავამ გააკეთა.

გუგავა პროკურატურის იმ განცხადებას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

„ხელისუფლება, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა თავისუფლებისა და ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებს, გაწირა სასიკვდილოდ, დათხარა თვალები, სისხლის გუბეები დააყენა, აპირებს, დააკავოს ნიკა მელია, რაც ნიშნავს იმას, რომ არის მცდელობა რუსი ოლიგარქი ივანიშვილის მხრიდან, ქვეყანაში დაამყაროს სისხლიანი დიქტატურა, რაც, ბუნებრივია, არ გაუვა მას, ეს დამთავრდება კრახით. ისინი ასეთი ქმედებით, წერენ სწორედ საკუთარ განაჩენს და არავის სხვის. ეს ბრძოლა დამთავრდება ქართველი ხალხის გამარჯვებით, ისინი დაამარცხებენ ოლიგარქს, ისინი დაამარცხებენ რუს ოკუპანტებს,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

დეპუტატ ნიკა მელია წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით პარლამენტს მიმართავს. ამის შესახებ განცხადება პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

როგორც საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი ამბობს, პარლამენტის წევრის მიმართ გამოძიება 20-21 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების გამო დაიწყო.

ნიკა მელიას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებს - აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

ნიკა მელია საგამოძიებო უწყებაში ხვალ არის დაბარებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები