19 აპრილი 2024,   16:30
ვრცლად
ლარის კიდევ ერთი ისტორიული ანტირეკორდი -კომერციულ ბანკებში 1$-ის ღირებულება 2.88 ლარია

ეროვნულმა ვალუტამ მისი არსებობის 24 წლიანი ისტორიის ანტირეკორდი კიდევ ერთხელ მოხსნა. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის პარალელურად ეროვნულმა ბანკმა დღეს ლარის კურსი 2 ლარითა და 83 თეთრით განსაზღვრა, კომერციულ ბანკებში კი დოლარის შესაძენად 2.88 ლარია საჭირო.

ეროვნული ვალუტის გაუფასურების მთავარ მიზეზად ექსპერტები პოლიტიკური პროცესებით შექმნილ ნეგატიურ მოლოდინებს ასახელებენ. ასევე დევალვაციის ერთ-ერთ ფაქტორად მიიჩნევენ ეროვნული ბანკის მიერ დიდი ოდენობით დოლარის შესყიდვას. ქვეყნის მთავარი ბანკირის გადაწყვეტილებით, ბოლო დროს რეზერვები კიდევ 30 მილიონით გაიზარდა.

გაუფასურებული ლარის გამო, ნავთობიმპორტიორები საწვავს ვეღარ გააიაფებენ. სწორედ ეს იქნება მიზეზი, რომ დანარჩენი მსოფლიოს პარალელურად, საქართველოში საწვავის ფასი არ შემცირდება.

გაუფასურება მძიმე ტვირთად აწვება ბიზნესსაც, იმატებს პროდუქტის ფასები, მცირდება გაყიდვები, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს კი გაკოტრების საფრთხე ემუქრებათ.

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ რყევა დროებითია. მას სიტუაცია საგანგაშოდ არ ეჩვენება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები