20 აპრილი 2024,   10:45
ვრცლად
ერთი ტყვია ისევ რჩება, იმდენად ღრმად არის კუნთში - დარბევისას დაშავებული

20 ივნისის დარბევა - ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანის შესახებ ხდება ცნობილი, ვინც სისხლიანი დარბევის დროს დაშავდა. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ 26 წლის ახალგაზრდას რეზინის ტყვიები ახლო მანძილიდან აქვს ნასროლი. ექიმები კი ამ დრომდე ვერ ახერხებენ ამ ტყვიის ორგანიზმიდან ამოღებას.

როგორც თებიძე ამბობს, იმ 5 ტყვიიდან, რომელიც სისხლიან ღამეს სამართალდამცველების მხრიდან მიიღო, ყველაზე უფრო რთული ის ტყვია აღმოჩნდა, რომელიც მას მკლავის არეში აქვს მოხვედრილი.

ექიმები დაშავებულ ახალგაზრდას ეუბნებიან, რომ თუკი ტყვიის ამოღება ამ ეტაპზე მოხდება, არ არის გამორიცხული, მას ქსოვილები და მყესები დაუზიანდეს. 

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი აქციაზე რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ გამოვიდა, თუმცა დამიზნებით სროლის მსხვერპლი გახდა. 

„სულ 5 ტყვია. ისე აღმოჩნდა, რომ ზევით ვიყავი, მარტო ვიდექი და ფეხებში რომ მესროდნენ, უკან გამოვიწიე ოდნავ და პირდაპირ მომხვდა ხელში, მარჯვენა ხელში და ცოტა მუცლის არეში. სულ 5 ტყვია, ერთი ისევ რჩება, იმდენად ღრმად არის კუნთში, რომ იქ რაღაც მყესები, ნერვები რომ არ დაზიანდეს. ჯერ არ აღიზიანებენ, ასე ვთქვათ, ქსოვილს. ტყვიების ამოღება მოხდა კონსტანტინე სულამანიძესთან.... გახარია იმ ღამესვე უნდა გადამდგარიყო, ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ადამიანი ამას გააკეთებდა, მაგრამ პასუხისმგებლობა გახარიასგან შორს არის, ის მარტო თავდახრილი დადის პუტინის წინ,“ - ამბობს 20 ივნისის ღამეს დაშავებული ერთ-ერთი ახალგაზრდამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები