25 აპრილი 2024,   21:25
ვრცლად
პარლამენტთან მოშიმშილე ერთ-ერთი ახალგაზრდა შეუძლოდ გახდა

პარლამენტთან მოშიმშილე ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი შეუძლოდ გახდა. მისთვის დახმარების აღმოჩენას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ცდილობს.

პარლამენტთან უკვე მეორე დღეა, პროტესტს უკიდურესი ფორმით აქციის 6 მონაწილე გამოხატავს. მოშიმშილეები არ აპირებენ, შეწყვიტონ პროტესტის ეს ფორმა, ვიდრე არ გადადგება შინაგან საქმეთა მინისტრი და არ გათავისუფლდება ყველა დაკავებული.

ბათუმელი სტუდენტები კი შიმშილობას შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან იწყებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები