20 აგვისტო 2019,   08:14
ვრცლად
ივანიშვილი სახიფათოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ფსიქიკური აშლილობით, პირუტყვული ფობიები აქვს, სულ შეშინებულია - გუბაზ სანიკიძე

"ქართული ოცნება" ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივს - ეს განცხადება გუბაზ სანიკიძემ "არჩევანში" გააკეთა. "გამარჯვებული საქართველოს" წევრის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ახლა არის წნეხში და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რუსეთს მსხვერპლი გადაუგდოს. სანიკიძის შეფასებით, მათ შორის არის ნიკა მელიაც, რომლის დაკავებასაც ივანიშვილი აპირებს.

„ბიძინა ძალიან მწირი გონების ადამიანია. მას ორი რამის მიღწევა უნდა. უნდა რუსებთან გაიმართლოს თავი და ნიკა მელიას მსხვერპლშეწირვა, ეს არის დასაწყისი. თუ დააკვირდებით ერთი-ერთზე ჯდება ნარატივი რუსული მედიასაშუალებების და  "ქართული ოცნების", რომ რადიკალური ოპოზიცია შეიჭრა, ნაციონალისტები ებრძვიან რუსეთ-საქართველოს მეგობრობას... ბიძინას ცუდად აქვს საქმე. მას აქვს ორი არჩევანი. ერთი პოლონიუმის მირთმევა რუსეთიდან და მეორე დასავლეთში მისი ანგარიშების გაყინვა, ის ყველაფერს იზამს, რომ მსხვერპლი გადაუგდოს რუსებს. პირველი, როგორც ჩანს, არის ნიკა მელია იმიტომ, რომ ენმ მაინც მთავარი სამიზნე არის "ოცნების" და რუსეთის," - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ. 

გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ ნიკა მელია ერთადერთი არ არის, ვისი დაკავებაც ივანიშვილს უნდა.

„ოცნებობს ჩემს დაჭერაზე. მე მთვლის პირად მტრად და თვლის, რომ ვარ უმადური. ბიძინა ვერასდროს ვერ მიხვდება, რომ სამშობლო შეიძლება გიყვარდეს უფასოდ იმიტომ, რომ მისთვის ყველაფერს ფასი ადევს,“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

გუბაზ სანიკიძის თქმით, ბოლო პერიოდში იყო საინტერესო პროცესები, მათ შორის პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა. მისივე თქმით, ივანიშვილი გადაახტა გახარიას საკითხს, რადგან მას აქვს წნეხი რუსეთისგან.

„მან ძალიან საინტერესო რამ გააკეთა. ნუ კობახიძე უკვე განწირული იყო და მოკვეთეს თავი, მაგრამ შემდეგი მნიშვნელობით იყო და არის გახარიას გადაყენება და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საარჩევნო კანონმდებლობა და რატომღაც გახარიას გადაახტა, -განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.  

გუბაზ სანიკიძე დარწმუნებული არ არის, რომ პროპორციულ არჩევნებზე გაკეთებულ  განცხადებას ბიძინა ივანიშვილის განახორციელებს.  

გადაგვაგდებს, გადამგდებია ეს კაცი, ეს არის ბლეფი,“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მისივე თქმით, მოთხოვნები უნდა შეიცვალოს და ქვეყნიდან უნდა წავიდეს ბიძინა ივანიშვილი, რადგან ის არის დესტაბილიზაციის წყარო.

„არანაირი გახარია, ბიძინა ივანიშვილმა უნდა დატოვოს ეს ქვეყანა. პრობლემა ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი, ის არის სახიფათო ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ მის ფსიქიკურ აშლილობას. პირუტყვული ფობიები აქვს. სულ შეშინებულია. რატომ შეიყვანა სპეცრაზმი სასახლეში, რისი ეშინია,“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები