23 აპრილი 2024,   20:44
ვრცლად
თავის შინაარსით და ფორმით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდა თავად ხელისუფლებას - გიორგი გუგავა

„ვფიქრობ, თავის შინაარსით და ფორმით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდა თავად ხელისუფლებას,“ - ეს განცხადება საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ გააკეთა.

„არჩევანის“ ეთერში 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას გიორგი გუგავამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ზვიად გამსახურდიას სავარძელში ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი დასვa. მისი თქმით, მთავრობის მიზანია, რომ საქართველო რუსეთის გუბერნიად აქციოს.

„ასეთი გრძელი დარბევა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს - 6 საათის განმავლობაში, ბართლომეს ღამე მოაწყვეს, სისხლის გუბეები დააყენეს, ვის აბრალებენ, რა გადაცდომა. ის ნარინჯისფერი დათვის გასაჩერებელი ტყვია, ვინ შეისყიდა, ხომ სახელმწიფომ შეისყიდა, ხომ გათვლა ჰქონდათ, რომ ეს უნდა გამოეყენებინათ მომიტინგეებისკენ, დღეს თუ ხვალ. როგორ უნდა გაჩერდეს ეს საზოგადოება, რას ველოდებით, ცხელ ტყვიას ველოდებით ბიძინასგან? რომლის გამსროლიცაა ეს მშიშარა, არაკაცი, მის მიერაა ეს ბრძანება გაცემული, რომ დაეხვრიტა თავისუფლების მოყვარული ხალხი, რომ ანგარიშები ჩაებარებინა იქ კრემლში,“ - განაცხადა გუგავამ.

რაც შეეხება, ნიკა მელიას წინააღმდეგ დაწყებულ პოლიტიკურ დევნას, ამას კრიტიკულად აფასებს გუგავა.

კუკავას კრიტიკა დაიმსახურა ასევე "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ აქციის დაწყების შემდეგ ორი საათის განმავლობაში პარლამენტის წინ, დაშავდა საკაოდ ბევრი პოლიციელი და სულ რაღაც 14 მოქალაქე, ისიც ჭყლეტვაში.

"ესენი უნდა გაირიყონ მთლიანად, არა მხოლოდ პოლიტიკიდან, საზოგადოებიდან. ჩვეულებრივი ყორღანაშვილები, მოღალაატეები არიან. საკუთარი აუზისთვის, საკუთარი ბრიზგისთვის, ისეთი ნაძირალა, როგორიც არის სესიაშვილი, სამშობლოს გაყიდის, შვილებს გაყიდის, ყევლაფერს გაიდის, ასეთებია უმრავლესობა," - ამბობს გუგავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები