20 აგვისტო 2019,   08:14
ვრცლად
შეკვეთილში, ივანიშვილის სახლთან 4-მა ახალგაზრდამ შიმშილობა დაიწყო

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან 4-მა ახალგაზრდამ შიმშილობა დაიწყო. ისინი თბილისში, რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს სოლიდარობას უცხადებენ. მოშიმშილეებს 3 მთავარი მოთხოვნა აქვთ.

ისინი ითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ 20 ივნისს დაკავებული ადამიანები, გადადგეს გახარია და დაისაჯოს ყველა, ვინც უფლებამოსილებას გადაამეტა.

მოშიმშილეები აცხადებენ, რომ შიმშილობის აქციას მაშინ შეწყვეტენ, როცა მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება.

დღის ამბები