24 აპრილი 2024,   09:20
ვრცლად
"სამარცხვინო ქალო," "ჯალათების პარტია ხართ, " - ხმაური საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც მელიას საკითხს განიხილავენ

საკომიტეტო მოსმენაზე, რომელზეც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაზე უნდა იმსჯელონ, ხმაურია, რის გამოც სხდომა ამ დრომდე არ დაწყებულა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მოითხოვენ პასუხს ოპონენტებისგან, თუ რის საფუძველზე აპირებენ ისინი ხმის მიცემას გადაწყვეტილებაზე, რომლის შედეგადაც მათ კოლეგას დაიჭერენ. დაპირისპირება მოხდა თინა ბოკუჩავასა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს შორის.

"კომიტეტის თავმჯდომარე რომ გქვია სენ, სამარცხვინო ქალო"-მიმართა ბოკუჩავამ კილაძეს,რაზეც მან პასუხად კილაძისგან წინა ხელისუფლებისდროინდელი მმართველობის კრიტიკა მიიღო.

"ჯალათების პარტია ხართ, ვის რას ეუბნებით... ჩვენ ჩვენ შეცდომებზე პასუხს ვაგებთ მაგრამ ერთხელ არ მოგიხდიათ ბოდიში გაუპატიურებული და  ნაწამები ადამიანებისითვის,"-განაცხადა სოფო კილაძემ.

"კურიერის" კითხვას მისცემს თუ არა კილაძე მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხ ხმას, მან უპასუხა, რომ  ამისთვის მან პროკურატურის პოზიცია უნდა მოისმინოს.

"ამისთვის აუცილებელია რომ მოვისმინოთ პროკურატურის მოხსენება. ჩემი ვალდებულება არის რომ დავიცვა თითოეული ადამიანის უფლება,"-აცხადებს კილაძე. 

მან აღნიშნა რომ ყველა დეპუტატი საკუთარ გადაწყვეტყილებაზე თვითონ აგებს პასუხს. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა ადამიანის უფლების დაცვაში გულისხმობს მათ შორის მისი ოპონენტების უფლებების დაცვას.

დღის ამბები