25 აპრილი 2024,   07:52
ვრცლად
„ამ გადაწყვეტილებაზე თითოეულ დეპუტატს, დაეკისრებათ სახელებით და გვარებით პასუხისმგებლობა" - ბობოხიძე მელიას შესაძლო დაკავებაზე საუბრობს

ნიკა მელიას დაპატიმრების მიზნით დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხზე პარლამენტმა დღეს უნდა იმსჯელოს. ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ შიდა შეთანხმება შემდგარია და უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიას დაპატიმრების მიზნით მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტას.

„ამ გადაწყვეტილებაზე თითოეულ დეპუტატს, რომელიც ხმას მისცემს, დაეკისრებათ სახელებით და გვარებით პასუხისმგებლობა. შიდა შეთანხმება მიღწეულია, ხელისუფლება კიდევ ერთ მარცხს, რომ დასმული საკითხი არ გავიდეს, არ დაუშვებდა,“-აცხადებს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე კი ამბობს, რომ ვითარება ძალიან საშიშია და ხელისუფლება დიქტატურისთვის დამახასიათებელ ნაბიჯებს დგას.

„ამ მასშტაბის პარტიის ამ მასშტაბის ლიდერის დაკავება არსად ხდება თუ არა ისეთ თითო-ოროლა სახლემწიფოებში, სადაც არის ავტორიტარული რეჟიმები, ეს არის ხელისუფლების აგონიაში ყოფნის შემაფასებელი,“-აცხადებს რომან გოცირიძე.

მისი თქმით, მელიას დაკავებით, ცდილობენ გადაფარონ ის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა გახარიამ და ხელისიფლებამ 20 ივნისის ღამეს.  გოცირიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება მელიას დაკავებით უარეს შედეგს მიიღებს.

დღის ამბები