25 აპრილი 2024,   19:38
ვრცლად
არ ვიღებთ გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით, კოლეგის მიმართ დამოკიდებულება მგრძნობიარეა - სესიაშვილი მელიაზე საუბრობს

ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი სესიაშვილმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტის შესახებ საუბრისას გააკეთა.

სესიაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, თუ რა სარწმუნო არგუმენტებს წარმოადგენს პროკურატურის წარმომადგენელი, რომელიც გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე უნდა მივიდეს.

„ასე მარტივად არ დგას საკითხი, ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით. რაც მოხდა მძიმე ფაქტი ყველამ ვიხილეთ, კოლეგის მიმართ დამოკიდებულება მგრძნობიარეა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის მტკიცებულებები, რომელიც გააჩნია პროკურატურას,“-განაცხადა სესიაშვილმა.

დღის ამბები