18 აპრილი 2024,   14:49
ვრცლად
"წარმოადგინოს პროკურატურამ მტკიცებულებები, სხვანაირად იქნებით ჩვეულებრივი "ტროიკა" - ბოკუჩავა მელიას იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე საუბრობს საუბრობს

საპარლამენტო ოპოზიცია პროკურატურისგან იმ მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს, რის საფუძველზეც უმრავლესობის წევრი დეპუტატები ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტას აპირებენ.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, მიმართვაში, რომელიც პროკურატურამ პარლამენტს გაუგზავნა და სადაც მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტაზეა საუბარი, არ არის განმარტებული, კონკრეტულად რა დანაშაული ჩაიდინა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა.

ბოკუჩავა ითხოვს, დეპუტატებს გადაწყვეტილების მიღებამდე იმ მასალების გაცნობის საშუალება მიეცეთ, რის საფუძველზეც პროკურატურა მელიას პატიმრობის მოთხოვნით პარლამენტს მიმართავს.

„მტკიცებულებებში არ წერია არსად რის გამო განიხილავთ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს, იმ მიზნით, რომ მოხდეს მისი დაკავება. წარმოადგინოს პროკურატურამ მტკიცებულებები, სხვანაირად იქნებით ჩვეულებრივი "ტროიკა" და თუ ერთადერთი მტკიცებულება არის მისი ხელის ჟესტიკულაცია, ნიკა მელიას სანამ გააგდებდით პარლამენტის შენობიდან, ვიყავით ერთად ძალიან ბევრი დეპუტატი და გვაინტერესებს რატომ არ დგება პირადად ჩემი პასუხისმგებლობა, რადგან ერთადერთი მტკიცებულება, რის გამოც აპირებთ მოუხსნათ იმუნიტეტი. ჩამოყალიბდით ბოლომდე „ტროიკად“ ან განგვიმარტეთ, რა მტკიცებულებები არსებობს. სანამ თქვენი სისხლიანი რეჟიმი იქნება ვერ დაწყნარდება ხალხი,“-მიმართა ბოკუჩავამ ანრი ოხანაშვილსა და გიორგი კახიანს.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კი თინა ბოკუჩავას ურჩია დაწყნარებულიყო და სისხლიან რეჟიმზე არ ესაუბრა.  

„წყნარად იყავით, სისხლიან რეჟიმზე ბევრს ნუ ლაპარაკობთ“-განაცხადა კახიანმა.

დღის ამბები