25 აპრილი 2024,   14:44
ვრცლად
"პოლიტიკურ ოპონენტის უფლებების კუთხით კი არა, საერთოდ ადამიანის უფლებებზე საუბრის უფლება არ გაქვთ თქვენ" - კილაძე ოპოზიციას მიმართავს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს პროკურორთან ერთადერთი კითხვა აქვს, მას აინტერესებს, როგორია სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტი, როცა საქმე ეხება დეპუტატისთვის პატიმრობის შეფარდებას. 

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორის მიმართვის საფუძველზე დეპუტატებმა ნიკა მელიას პატიმრობის მიზნით, მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი უნდა გადაწყვიტონ, კილაძემ თქვა, რომ მთავარია მელიას უფლებები არ დაირღვეს.  

კილაძემ ოპონენტებსაც მიმართა და უთხრა, რომ მათ საერთოდ არ აქვთ მორალური უფლება ადამიანების უფლებებზე ისაუბრონ.

„თუ არის სავარაუდო დანაშაულის ნიშნები, სახელმწიფომ  ამას ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს, მეორე მხრივ მნიშვნელოვანი არის, რომ ეს პროცესი წარიმართოს ადამიანის უფლებების სრული დაცვით. მესმის, რომ ეს წარმოუდგენელია თქვენთვის, პოლიტიკურ ოპონენტის უფლებების კუთხით კი არა, საერთოდ ადამიანის უფლებებზე საუბრის უფლება არ გაქვთ თქვენ,“-განაცხადა კილაძემ.

დღის ამბები