25 აპრილი 2024,   11:25
ვრცლად
ნიკა მელიას წინააღმდეგ ჩვენებებს სუს-ის და შსს-ს თანამშრომლები აძლევენ

პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა მელიას წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება საქმეზე მოპოვებული ჩვენებებია. ბრალის დადგენილებაში წერია, რომ ნიკა მელიასთვის ბრალის წარდგენას მტკიცებულებათა ერთობლიობა იძლევა, რომელთა შორის არის შემდეგი პირების ჩვენებებიც:

ალექსი ბუიშვილი - შსს-ის კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე. სოციალურ ქსელში არაერთი ფოტოა, სადაც ის შსს-ის წარმომადგენლებთან არის გადაღებული. მის მიერ შევსებულ დეკლარაციაში წერია, რომ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

დაით ბარამაშვილის სახელითა და გვარით იძებნება სოციალურ ქსელში, პირი, რომელსაც სამუშაო ადგილას მითითებული აქვს სახელმწიფო უსაფრთხოები სამსახური, თანამდებობა - ინსპექტორ გამომძიებელი.

ირაკლი შაიშმელაშვილი - სოციალური ქსელის მიხედვით, არის შსს-ს თანამშრომელი. მას არაერთი პოსტი აქვს გაზიარებული, მათ შორის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით თუ როგორ ხდებოდა აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიციელებზე თავდასხმა.

ნათია ბერიძე - ამ სახელითა და გვარით სოციალურ ქსელში არაერთი ს~ანგარიში იძებნება, თუმცა "კურიერმა" ერთ პირზე შეაჩერა ყურადღება, რადგან მას გაზიარებულ აქვს 20-21 ივნის მოვლენებთან დაკავშირებით, მის ქებას იმსახურებს შს მინისტრი, გიორგი გახარია, ასევე მისი სოციალური ქსელის მიხედვით, ეს ადამიანი არის ერთ-ერთი სააგენტოს ჟურნალისტი. სააგენტო ასოცირდება კოკა ყანდიაშვილთან და ტროლების ქარხანასთან. სავარაუდოდ ამ გოგონას გადაღებულია ის ვიდეომასალა, რომელიც ნიკა მელიას წინააღმდეგ იყოს ერთ-ერთი მთავრი მტკიცებულება. საუბარია პარლამეტის კიბეებთან გადაღებულ კადრებზე, რომელიც ოპოზიციის ლიდერების თათბირს ასახავს.

ნიკა დემეტრაშვილი - "ქართული ოცნების" აქტივისტი. ის სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" ლიდერებს აქებს.

სანდრო ბარამაშვილი - სოციალურ ქსელში ის არის ადამიანი, რომელიც ხელს აწერს პეტიციას იმაზე, რომ გახარიამ  არ დატოვოს თანამდებობა.

ამ საკითხზე კამათი იყო პარლამენტშიც, სადაც ერთმანეთს მამუკა მდინარაძე და რომან გოცირიძე დაუპირისპირდნენ. მამუკა მდინარაძემ გოცირიძეს მოსთხოვა ეჩვენებინა იმ პირების ფოტოები, რომლებიც ნიკა მელიას საქმეში ბრალდების მოწმეები არიან. 

გოცირიძემ ამ პირების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მოიძია, თუმცა მამუკა მდინარაძე ამბობს,რომ ეს საკმარისი არ არის.

„ეს უნდა განსაზღვროს სასამართლომ, შენ კი არა“-უთხრა მდინარაძემ გოცირიძეს.

სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის რამდენიმე წუთს გაგრძელდა.   

დღის ამბები