25 აპრილი 2024,   01:21
ვრცლად
ზღვა ვიდეომასალა დეტალურად ასახავს მელიას მონაწილეობას ძალადობრივი ქმედების განხორციელებაში - პროკურორი

„მცდელობა აქვს ბრალდების მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დისკრედიტაციას, მტკიცებულებათა დახლეჩას, მათ დაყოფას, არასწორად ინტერპრეტირებას, დამახინჯებული ფორმით წარმოდგენას და საზოგადოების გაზნრახ შეცდომაში შეყვანას,“ - ამის შესახებ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მან ნიკა მელიას წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნის დაწყებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ადვოკატი პროკურატურაში სამ საათზეა დაბარებული და მას მტკიცებულებები გადაეცემა.

ამირან გულუაშვილის განცხადებით, საპარლამენტო მანდატი არ წარმოადგენს ინდულგენციას შესაძლო ჩადენილი დანაშაულისგან გასათავისუფლებლად.

„ნიკანორ მელიას მიმართ ბრალდების დადგენილების გამოტანისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო სტანდარტი არსებობდა, რაც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული. ეს დგინდებოდა არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით, არამედ მოპოვებული ვიდეომასალით, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებით, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნით,“ - აღნიშნა გულუაშვილმა.

მისი თქმით, გამოძიების ფარგლებში დაიკითხნენ აქციაზე მყოფი ადამიანები, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ პროკურატურას 6 მოწმეა ჰყავს, რომელთა შორის არიან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ აქტივისტები.

„გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებით, დასტურდება, რომ ნიკანორ მელია გარდა იმ საჯარო მოწოდების, რაც ტრიბუნიდან მეგაფონით განახორციელა, მიტინგზე შეკრებილ ხალხს მოუწოდებდა ნებისმიერი ფორმით, მათ შორის ძალადობრივი მეთოდებით, პარლამენტში შეჭრისკენ. ამასთან, ერთად, ზღვა ვიდეომასალა, რომელიც ამ წუთებში მუშავდება საგამოძიებო უწყებაში, დეტალურად ასახავს მის უშუალო მონაწილეობას ძალადობრივი ქმედების განხორციელებაში,“ - განაცხადა პროკურორმა.

გულუაშვილის გამოსვლას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

„მოწმეთა ჩვენებით დასტურდება, რომ ტრიბუნის მიღმა მეგაფონის გარეშე ნიკა მელია მიტინგზე მყოფ პირებს მოუწოდებდა ნებისმერი გზით, მათ შორის ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით პარლამენტის შენობაში შესასვლელად. საქმეში ასევე მოიპოვება ვიდეომტკიცებულები,“ - აღნიშნა პროკურორმა.

თინა ბოკუჩავამ პროკურორი ტყუილში დაადანაშაულა.

„თქვენ ტყუით, არ არსებობს ასეთი მტკიცებულება,“ - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები