24 აპრილი 2024,   13:28
ვრცლად
„შენ ხარ ბიძინა თვალებდამთხრელი, გადმოაგდე კიდევ ერთი გახარია, სანამ დროა,“ - თაკო ჩარკვიანი

„შენ ხარ ბიძინა თვალებდამთხრელი, გადმოაგდე კიდევ ერთი გახარია, სანამ დროა გადმოაგდე, “ - ასე დაიწყო საკუთარი მიმართვა თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.

მისი თქმით, კომუნისტებიც კი უშვებდნენ მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას მოალაპარაკებაზე

„თქვენ არ შემოგვიშვით პარლამენტში, რადგან თვალების დათხრა გქონდათ გადაწყვეტილი. გონს მოეგეთ, ჯაჭვი გაკეთდება საქართველოს დასაცავად, მელია აქ არაფერ შუაშია,“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

აქცია პარლამენტის შენობის წინ ნიკა მელიას სოლიდარობის ნიშნად მიმდინარეობს. პარლამენტმა მელიას დაპატიმრების მიზნით, მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტაზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ეს არ არის ნიკა მელიას დაპატიმრება არ დაპატიმრების საკითხი, თუ მელია დააკავეს ყველას ოჯახისთვის დაიწყება რეპრესიები.

დღის ამბები