25 აპრილი 2024,   02:20
ვრცლად
„თავხედის ხმა მესმის და წესიერად მოიქეცი" - დაპირისპირება დეპუტატებს შორის

„თავხედის ხმა მესმის და წესიერად მოიქეცი,“ - პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირება კვლავ გრძელდება. ამ წუთებში კომიტეტის სხდომაზე ხმაურია. დეპუტატები ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით საუბრისას ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

„სიაში ჩაწერაზე ქალბატონო ხათუნა თქვენ აქტიურობდით ხოლმე, საზოგადოებას რომ შევახსენოთ, მერამდენე მოწვევის პარლამენტარი ბრძანდებით? რამდენი ხანი იხვეწებოდით სიაში ჩაწერაზე? დიდი ხანი მოგიწიათ, დაიღალა საზოგადოება ასეთი ადამიანების ყურებით, რომლებიც ცინიზმით და რევანშით გამოირჩევიან, დამშვიდდით და ცინიზმს მოეშვით,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„თავხედის ხმა მესმის და წესიერად მოიქეცი,“ - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

განცხადება კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმაც გააკეთა.

„დღეს როდესაც შემოგაქვთ ნიკა მელიას საკითხი, მგონია, რომ აქ არის გადაწყვეტილება მისაღები, მივცეთ თუ არა ხმა ნიკა მელიას დაჭერას, ეს გადაწყვეტილება დგას, მე არ ვიცი, თქვენ რას გეუბნებიან, მაგრამ საკუთარ თავებთან მარტო, რომ დარჩებით, თქვენ იცით, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება გიწევთ, ერთი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მაგრამ ერთია, როცა საკუთრი სახელითა  დაგვარით აჭერ ხელს ღილაკს და აძლევ პროკურატურას უფლებას, რომ დაუსაბუთებლად, ადამიანს მოუხსნას იმუნიტეტი. ამას თქვენ გაკეთეთ სახელითა და გვარებით. გასაგებია, რომ უმრავლესობაში ყველა სოფიო კილაძე არ არის, არიან ადამიანები, ვისაც ძალიან არ უნდა, რომ მასავით უტიფრად გამოიყურებოდეს,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა, რასაც ანრი ოხანაშვილის უკმაყოფილება მოჰყვა.  

„სოფო კილაძეზე ბოდიში მოიხადეთ, სოფო კილაძეზე თქვენ მორალური უფლება არ გაქვთ, რომ ილაპარაკოთ, წესიერად ისაუბრეთ,“ - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

დღის ამბები