"ამ სადამსჯელო აქციას გეგმავდა პრემიერი, ბახტაძე, შს მინისტრი, გახარია და სამი დეპუტატი, ყაველაშვილი, ოხანაშვილი და მათიკაშვილი - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ოპოზიციის წევრმა სამი დეპუტატი აქციის დარბევის დაგეგმვაში დაადანაშაულა. მან ღიად დაასახელა ამ კანონმდებლების სახელი და გვარები. ის მოითხოვს, რომ დეპუტატები პროკურატურამ დაკითხოს.
„იმ ღამით პროვოკაციაში მონაწილეობდა სამი დეპუტატი, რომელიც მოვიდა გახარიასთან ერთად, ერთი არის მათიკაშვილი, მეორე - ყაველაშვილი, მესამე - ოხანააშვილი. ღამით სანამ დაიწყებოდა დარბევა, მოსული იყო გახარია და პემიერიი, ბახტაძე, პარლამეტის მეოთხე სართულზე 30 კაციანი დასვით და იქ დაიგეგმა დარბევა. არ არის მხოლოდ გახარია დამნაშავე, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამ სამმა დეპუტატმა, რომლებიც მონაწილეობდნენ პრემიერთან ერთად დარბევის დროს დაგეგმვაში, რომელთა უგუნური გადაწყვტილების და არაპროფესიონალიზმის გამო, მოხდა ის, რაც ვიხილეთ,“ - აღნიშნა გოცირიძემ.