19 აპრილი 2024,   17:56
ვრცლად
დანარჩენი პროკურატურაზეა დამოკიდებული - მათიკაშვილმა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა

საპარლამენტო უმრავლესობის იმ წევრებისთვის, ვინც დღეს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე იმყოფებოდნენ, საკმარისი აღმოჩნდა პროკურატურის წარმომადგენლების არგუმენტები. უმრავლესობის წევრებმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, მხარი დაუჭირეს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. 

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა, მათ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ანალიზის გარდა, 20 ივნისის ღამის კადრები პირდაპირ ეთერშიც აქვთ ნანახი. მისი თქმით, მათ ხმა არ მიუციათ მელიას დაპატიმრებისთვის, მათ მხარი დაუჭირეს მხოლოდ იმას, რომ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდეს. მათიკაშვილის განცხადებით, ახლა სამართლებრივ ნაწილში გადაწყვეტილება პროკურატურის პრეროგატივაა.  

"პროკურატურის ანალიზის გარდა, საზოგადოებამ ყველაფერი ვიხილეთ პირდაპირ ეთერში. ჩვენთვის იყო სავსებით საკმარისი სტანდარტი, რა თქმა უნდა, აქ არ არის საუბარი კონკრეტულად ვინმეს დაპატიმრებაზე, ეს არის იმის უფლების მიცემა, რომ ეს საპროცესო მოქმედება განახორციელოს, დანარჩენი პროკურატურაზეა დამოკიდებული,"-განაცხადა დავით მათიკაშვილმა. 

დღის ამბები