24 აპრილი 2024,   11:06
ვრცლად
პროკურატურის არგუმენტები კომიტეტმა მიიჩნია საფუძვლიანად და დაუჭირა მხარი - მამუკა მდინარაძე

„პოლიციელი არის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, როდესაც ასეთი რაღაც ხდება, ვინც შეესწრება ამბავს, ის არის მოწმე,“ - ამის შესახებ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მან პროკურატურის მოწმეებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, პროკურატურას ჰყავს მოწმეებად როგორც სამართალდამცველები, ასევე რიგითი მოქალაქეები.

მან ის მიზეზები განმარტა, რის გამოც პარლამენტის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების სხდომაზე მხარი დაუჭირეს პროკურატურის მოთხოვნას ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით და მისთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე.

მდინარაძის თქმით, პროკურორის მიერ წარდგენილი არგუმენტები კომიტეტმა საფუძვლიანად მიიჩნია, რომ პროკურატურის მოთხოვნისთვის მხარი დაეჭირათ.

"პროკურატურის არგუმენტები კომიტეტმა მიიჩნია საფუძვლიანად და დაუჭირა მხარი"- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პოლიტიკურ ბრალდებებთან დაკავშირებით ისაუბრა. 

„პოლიტიკური ბრალდებები არა მხოლოდ მათი მხრიდან, არამედ ჩვენი მხრიდანაც მრავლად არის. მიმაჩნია, რომ ჩვენ მიერ გახმოვანებული პოლიტიკური ბრალდებები საფუძვლიანი, იმიტომ, რომ ყველა ხედავდა, ვის უნდოდა, ვინ დაგეგმა, ვინ წააქეზა და ვინ მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ და ვინ მიატოვა მერე ეს ადამიანები, ამ ჭყლეტვასა და უბედურებაში ჩატოვა, გამთენიისას ვინ გამოგვეცხადა თეთრი პერანგებით,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები