25 აპრილი 2024,   11:52
ვრცლად
პარლამენტის წევრების გვარები, ვინც მელიას იმუნიტეტის შეჩერებას ხმა მისცა

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის წინააღმდეგი საპროცედურო კომიტეტის 8 წევრიდან მხოლოდ ერთი, ხათუნა გოგორიშვილი აღმოჩნდა.

მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტას მხარი დაუჭირეს - გიორგი კახიანმა, სოფიო კილაძემ, შალვა კიკნაველიძემ, კარლო კოპალიანმა, ივლიანე წულაიამ , გურამ მაჭარაშვილმა და ენძელა მაჭავარიანმა.

სხდომაზე არ იმყოფებოდა ორი დეპუტატი - ეკა ბესელია და ალექსანდრე ერქვანია. 

15 ხმით, 4-ის წიანაღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელიას შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს, კენჭი რამდენიმე წუთის წინ საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უყარეს. 

იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა. სხდომა პარლამენტში დილის 09:00 საათზე დაიწყო და ხმაურისა და არაერთი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

დღის ამბები