პროტესტი პარლამენტთან - საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მოქალაქეების არიან შეკრებილნი. ისინი ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას მხარდაჭერას უცხადებენ.
ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ მას იმ პარლამენტისგან რომელიც ივანიშვილის დაკვეთებს ასრულებს პოზიტიური მოლოდინი არ აქვს.
„ძნელია პოზიტიური მოლოდინი გქონდეს იმ პარლამენტისგან, რომელიც ფაქტობრივად საბოლოოდ გაფორმდა და დავრწმუნდით ყველა, რომ ეს პარლამენტი კერძო საკუთრებაში გადავიდა ბიძინა ივანიშვილის . ეს პარლამენტი არ იღებს არანაირ გადაწყვეტილებას. უკვე საშვთა ბიუროც კი ბიძინა ივანიშვილის ინსტრუქციების მიხედვით ფუნქციონირებს. თუმცა ახლა ვართ სესიის მოლოდინში, ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. იქნებ არსებობენ ადამიანები რომლესაც სინდისი შეაწუხებს. არ არის მარტივი, რომ სიყალბეს უნდა აუწიო ხელი და ჩაიდინო დანაშაული. და მეორე, არის მორალური თუ შუბლის ძარღვი ყველას გაწყვეტილი არ აქვს. მორალური სიმძიმე ამ გადაწყვეტილების დროს. ყველამ იცის ვინც დღეს ხელს აუწევს ნიკა მელიას დაპატიმრებას იცის რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილს ასრულებს. იმიტომ რომ ნიკა მელიამ სისხლი გაუშრო იმისთვის, რომ იყო ქართული სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე,“-განაცადაა ბაჩუკი ქარდავამ.
პარლამენტის სესიაზე დეპუტატებმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას კენჭი უნდა უყაროს.