24 აპრილი 2024,   03:10
ვრცლად
"ბრძოლა მიმდინარეობს რუსეთის იმპერიასა და თავისუფლება საქართველოს შორის" - აქციას სამეგრელოდანაც უერთდებიან

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას სამეგრელოდანაც უერთდებიან - როგორც ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, აქციის მონაწილეებს კარგად ესმით, რომ ეს ბრძოლა არ არის ბრძოლა "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ.

"ნიკა მელიას დაკავება არ არის ბრძოლა ერთი კონკრეტული პარ​ტიის წინააღმდეგ. ეს რუსული ხელისუფლების დაკვეთაა, პროდასავლური ძალების შესასუსტებლად. ამ ქვეყანაში ბრძოლა მიმდინარეობს რუსეთის იმპერიასა და თავისუფლება საქართველოს შორის. ეს არის ბრძოლა ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ და ნამდვილად არ გვენანება არც თავისუფლება და არც სიცოცხლე,“-აცხადებს ანა წითლიძე.

დღის ამბები