14 ოქტომბერი 2019,   10:59
ვრცლად
ნიკა მელიას დაკავებას კი არ მისცეს ხმა, არამედ საქართველოს რუსული ჩექმის ქვეშ მოქცევას - მარიკა დათუკიშვილი

თბილისის საკრებულოს წევრი მარიკა დათუკიშვილი მმართველი გუნდის წევრებს მოუწოდებს ნუ გახდებიან კოლექტიური გავრილოვები.  საკრებულოს დეპუტატი პარლამენტის უკან შესასვლელთან მიმდინარე აქციაზე მივიდა, სადაც ამ წუთებში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილები.

მარიკა დათუკიშვილის თქმით, დღეს ივანიშვილს საქართველოს მიჰყავს რუსული ჩექმისკენ.

„ძალიან რთულია პროგნოზირება როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია აი აქ, ამ ეროვნულ საკანონმდებლო შენობაში რამდენი გავრილოვი აღმოჩნდება, რომელიც კონკრეტულად ნიკა მელიას დაკავებას კი არ მისცემს ხმას, მისცემს საქართველოს რუსული ჩექმის ქვეშ მოქცევას ხმას. მე არ მინდა საქართველოს რუსული ჩექმის ქვეშ ვიხილო. ჩვენ არ გვინდა გავრილოვების საქართველოში  ვიცხოვროთ. მე მინდა მაკო გომურის  საქართველო ვნახო აქ, რომელსაც გახარიამ თვალები ამოთხარა და არა პუტინ-კარასინ-გახარიების-ივანიშვილების  და ა.შ. მათი საქართველოს რომლებიც მიზანმიმარულად მიგვერეკებიან რუსული ჩექმის ქვეშ,“-განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა. 

დღის ამბები