24 აპრილი 2024,   09:01
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლება და პროკურატურა ასრულებს გავრილოვის შეკვეთას - ზალიკო უდუმაშვილი

საქართველოს ხელისუფლება და პროკურატურა ასრულებს გავრილოვის შეკვეთას - ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა იმ მოწმეებზე საუბრისას გააკეთა, რომელთაც ნიკა მელიას წინააღმდეგ მისცეს ჩვენება.

ზალიკო უდუმაშვილის თქმით, არც ერთი ადამიანი, რომელიც 20 ივნისს, პარლამენტის შენობასთან იდგა და საქართველოს დამოუკიდებლობას იცავდა, ნიკა მელიას წინააღდეგ ჩვენებას ვერ მისცემდა.

“ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოს ხელისუფლება და პროკურატურა ასრულებს გავრილოვის შეკვეთას. ისიც ვერ მოახერხეს, რომ მოწმეები ნორმალური მოეძებნათ და მოწმეებად ჰყავთ სუს-ის, შსს და ტროლები შიგნით ჩასული,“ – ეს განცხადება ზალიკო უდუმაშვილმა გააკეთა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელიასთვის დეპუტატისთვის იმუნიტეტის შესაძლო მოხსნას ეხმაურება. ზალიკო უდუმაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართავს და მოუწოდებს, სანამ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის მხარდამჭერ ღილაკს დააჭერენ, ქვეყნის მომავალზე დაფიქრდნენ.

„თუ დღეს პარლამენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და მოუხსნა ნიკა მელიას იმუნიტეტი, ამ თეთრი ძაფით შეკერილ საქმეზე მერე რისი იმედი აქვთ უკვე, რომ ამ საქმეს წაიღებენ უკვე მურუსიძესთან სასამართლოში, რომელიც ავტომატურად მიიღებს იმ გადაწყვეტილება, რომელიც მათ აწყობთ... დღევანდელი გადაწყვეტილებით, ის ბოლო ჭუჭრუტანა, საიდანაც ამ ქვეყანაში შემოდიოდა დემოკრატიის სხივი, ამითი ამოიქოლება“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები