19 აპრილი 2024,   01:56
ვრცლად
ფანტაზია არ ეყოთ, მელიას და კირკიტაძის საქმეებში ერთი და იგივე მოწმეები არიან - ადვოკატი პროკურატურაში საქმის მასალების წამოსაღებად მივიდა

ნიკა მელიას ადვოკატი პროკურატურაში საქმის მასალების მისაღებად მივიდა. გიორგი კონდახაშვილი გენერალურ პროკურატურაში ამ წუთებში შევიდა.

როგორც ცნობილია, მელიას წინააღმდეგ ჩვენებას 6 პირი იძლევა, რომელთაგან 4 სამართალდამცავია, როგორც შს სამინისტროდან ისე სუს-იდან.

როგორც გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, რამდენიმე პირი ფიგურირებს დავით კირკიტაძის სისხლის სამართლის საქმეში, ერთ-ერთი არის ალექსანდრე ბუიშვილი ახმეტის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე.​

„ბრალდების დადგენილება გამოტანილ იქნა გუშინ დევნა დაიწყო გუშინ და კანონმდებლობა ავალდებულებდა პროკურატურას ჩვენი მოთხოვნისთანავე გადმოეცათ მტკიცებულებების. სავარაუდოდ, ელოდებოდნენ კომიტეტის სხდომის დასრულებას და მხოლოდ ამის შემდეგომ დაგვიბარეს რომ გადმოეცათ მასალები.

მინდა აქცენტი გავაკეთო რამდენიმე მოწმეზე, ჩემდა გასაკვირად იმაზე მეტი ფანტაზია არ ეყოთ და ერთი და იგივე მოწმეები ჰყავთ დავით კირკიტაძის საქმეში და ნიკა მელიას საქმეში. თვითონ პროკურატურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საჯარო ვიდეოებში არ არის დასტური საჯარო ორგანიზებული ძალადობის მოწოდებისა, არის თურმე სხვა მოწმეთა ჩვენებები, სადაც ეს დასტურდება. ვნახავ, რას წერენ ე.წ. მოწმეები, რომლებმაც ალბათ კულუარებში გაიგონეს, როგორ მოუწოდებდა ძალადობისკენ ნიკანორ მელია, თუმცა ეჭვი მეპარება ეს იყოს რეალობასთან ახლოს, “-აცხადებს კონდახაშვილი.

დღის ამბები