19 აპრილი 2024,   04:03
ვრცლად
თქვენ ხართ ყველაზე სუსტები და უსუსურები და უბრალოდ მართლა მეცოდებით - რატიანმა ბიუროს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა 

დღეს თქვენ ხართ ყველაზე სუსტები და უსუსურები და უბრალოდ მართლა მეცოდებით, თითოეული თქვენგანი და მართლა მეცოდებით, - ამ განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობას "ევროპული საქართველოს" წევრმა, სერგო რატიანმა მიმართა. 

პარლამენტის ბიურო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს. სერგო რატიანის განცხადებით, "ქართული ოცნება" ნიკა მელიას დაკავებით, ძალის დემონსტრირებას ცდილობს, სინამდვილეში კი ის საკუთარ სისუსტეს ამტკიცებს. 

სერგო რატიანმა გამოსვლის შემდეგ, ბიუროს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მას მმართველი გუნდის წევრებმა მატყუარა უწოდეს და მიმართეს, დარჩენილიყო და მოესმინა პასუხები "ქართული ოცნების" წევრებისგან. 

დღის ამბები