ვერდიქტი არ გამოგვაქვს ამ ადამიანისათვის და ეს არ არის სასჯელის განსაზღვრა - აცხადებს გია ვოლსკი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე საუბრისას. ვიცე-სპიკერის თქმით, როდესაც საქმე ეხება სისხლის სამართლის შესაძლოა დანაშაულს, მისი აზრია, რომ დეპუტატი არ უნდა სარგებლობდეს იმუნიტეტით.
მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მხოლოდ მელიას იმუნიტეტის მოხსნას მისცეს ხმა, ვერდიქტის გამოტანა კი სასამართლოს კომპეტენციაა.
მისი თქმით, სასამართლომდე პროკურატურა თავის საქმიანობას აწარმოებს და ამ საქმიანობის „დამაგვირგვინებელი იქნება მიმართვა სასამართლოსთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე“.
„როდესაც ასეთ დანაშაულზე, თუნდაც შესაძლო დანაშაულზე არის საუბარი, არცერთი დეპუტატი არ უნდა სარგებლობდეს იმუნიტეტით. დღეს მომაგონდა ირაკლი ბათიაშვილი სიტყვისათვის, რომელიც ტელეფონით გადასცა კოდორის ხეობაში იქნა დაკავებული და შვიდი წელი მიესაჯა გადატრიალების ხელშეწყობისათვის. მე არ ვამბობ, რომ იგივე განმეორდება, იმიტომ რომ სასამართლოს ექნება ადგილი.
არის ადვოკატი, არის სასამართლო დავა, პარლამენტს, კომიტეტებს არ გამოაქვს რაიმე სასამართლოს გადაწყვეტილება ან სასჯელის ზომას არ უსჯის, პროცედურა დავიცავით, რომელიც პროკურატურას აძლევს საშუალებას წაიყვანოს ის პროცედურა, რომელიც ამ უბედურების ჟამს დაგვატყდა თავს,“-განაცხადა ვოლსკიმ.