20 აპრილი 2024,   04:35
ვრცლად
„რუსეთი ითხოვს მსხვერპლს იმისთვის, რაც მოხდა 20 ივნისს და "ოცნებამ" ამ მსხვერპლის გასაღებად მზად არის - სალომე სამადაშვილი

დავტოვე სხდომა იმიტომ, რომ ძალიან სამარცხვინოდ იქცევიან უმრავლესობის წევრები - ეს განცხადება, სალომე სამადაშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. მან ბიუროს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, მანამდე კი სხდომას ბოიკოტი სერგო რატიანმაც გამოუცხადა.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ამბობს, ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი და ამის პარალელურად პარლამენტმა პოლიტიკური ლიდერის უპრეცედენტო დევნა დაიწყო.

„არის რაღაც პოლიტიკური ბრალდებები უაზრო, ერთმანეთის მიმართ, ეს არის პარლამენტი რომელსაც აღარ აინტერესებს ქართველი ხალხი. რომელსაც არ უდევს მაჯაზე ხელი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეები. სწორედ ამიტომ მათთან დიალოგს და არანაირ საუბარს არ აქვს აზრი სანამ ისინი არ მიხვდებიან, რომ ცხოვრობენ პარალელურ რეალობაში რომელსაც არ აქვს საერთო ხალხის განწყობასთან,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს „ქართული ოცნება“ მოქმედებს რუსეთის მითითებით.

„რუსეთი ითხოვს  მსხვერპლს იმისთვის რაც მოხდა 20 ივნისს და "ქართულმა ოცნებამ" გამოაცხადა რომ ამ მსხვერპლის გასაღებად არის მზად. სამი ამოცანა არის რომელსაც ქართული ოცნება დღეს ასრულებს  ნიკანორ მელიას დასჯით. ეს არის  რუსეთის მოთხოვნა. მეორე ეს არის გახარიას გადაყენების საკთხზე პასუხისმგებლობის თავის არიდება. და მესამე, ეს არის ოპოზიციის დასუსტება,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები