20 აპრილი 2024,   11:11
ვრცლად
"ოცნებამ" შემოგვთავაზა გულის ამრევი ფარსი - ოთარ კახიძე

ფარსი, რომელიც ქართულმა ოცნებამ მოაწყო - ასე აფასებს ოთარ კახიძე სესიაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 91 ხმით, ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. „ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, ის ელოდა ასეთ გადაწყვეტილებას.

ოთარ კახიძის განცხადებით, პროკურატურამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები და მთელი ეს ფარსი ემსახურებოდა გიორგი გახარიას გადაფარვას.

„მოწმეების ჩვენებებიც კი არ წარმოუდგენიათ, ფარატინა ფურცლები გადმოუგდეს ივანიშვილის მონურად მორჩილ უმრავლესობას. ეს არის სახედაკარგული ხალხი, რომელიც თავიანთ ბატონს ემორჩილებიან ისე ბრმად რომ არც კი აინტერესებთ რამე ახლავს თუ არ იმ მომართვას თუ ბრალდებას,  რომელიც გადმოაგდო პროკურატურამ. მაგრამ ეს გადაწყვეტილება ჩვენ სხვა კონტექსტში უნდა დავინახოთ. ქართული საზოგადოება ითხოვს იმ პირების დასჯას ვინც დაასახიჩრა ადამიანები ანტისაოკუპაციო მიტინგის მონაწილეები. ითხოვს იმ მინისტრის პასუხისმგებლობას გადადგომას ვინც ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას. ამის გარდა ოცნებამ შემოგვთავაზა რაღაც გულის ამრევი ფარსი, იმისთვის რომ  გადაიტანონ ყურადღება სხვა საკითხზე. ის ფარსი რაც აქ მოაწყვეს რჩება ისტორიას,“-განაცხდაა ოთარ კახიძემ.  

სესიას არ ესწრებოდნენ ენმ -ს და ევროპული საქართველოს წევრები. ნიკა მელია დარბაზში მარტო იჯდა. 

დღის ამბები