24 აპრილი 2024,   03:57
ვრცლად
საბჭოთა სახალხო შურისძიების კრება, სამარცხვინო ფურცელი ჩვენს ისტორიაში - ხოშტარია მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებაზე

"ეს იყო საბჭოთა სახალხო შურისძიების კრება, რომელიც არის სამარცხვინო ფურცელი ჩვენს ისტორიაში,“ - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების გადაწყვეტილებას.

ხოშტარიას თქმით, ამ გადაწყვეტილებას კავშირი არ აქვს სამართალთან.

„მიუხედავად იმისა, ვინ როგორ უყურებს ნიკა მელიას იმ დღის განცხადებას, ვინ როგორ თვლის, სწორი იყო, არასწორი იყო, გამოსაძიებელი იყო, არ იყო, ჩვენ დღეს მთელი დღის განმავლობაში ვუყურეთ რაღაცას, რასაც კავშირი არ აქვს არც სამართალთან, არც პოლიტიკასთან და  არც არაფერთან. ეს იყო საბჭოთა სახალხო შურისძიების კრება, რომელიც არის სამარცხვინო ფურცელი ჩვენს ისტორიაში,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

91 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები