20 აპრილი 2024,   17:35
ვრცლად
შეკვეთილში, ივანიშვილის სახლთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი მოშიმშილე ცუდად გახდა

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარე შიმშილობის აქციაზე ერთ-ერთი მოშიმშილე გიგა ნაგერვაძე შეუძლოდ გახდა. მოშიმშილეების თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე მუდმივად უნდა იდგეს სასწრაფო დახმარების მანქანა, თუმცა ეს მოთხოვნა შესაბამის უწყებებმა არ დააკმაყოფილეს.  

შიმშილობის აქციის პარალელურად, შეკვეთილში უახლოეს პერიოდში საპროტესტო აქციაც განახლდება. ტერიტორიაზე მონაწილეები უკვე იკრიბებიან. ისინი კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ თბილისში განვითარებულ მოვლენებს და მოითხოვენ გახარიას გადადგომას. იგივე მოთხოვნით დაიწყეს გუშინ შიმშილობა ახალგაზრდებმაც.  

დღის ამბები