19 აპრილი 2024,   04:20
ვრცლად
დღეს ალბათ ამხანაგი ივანიშვილი პირადად დაურეკავს ამხანაგ პუტინს და მოახსენებს, რომ მისი დავალება შესრულებულია - ირაკლი ნადირაძე

„დღეს ოცნების მეშვეობით კრემლი ზეიმობს. დღეს ალბათ ამხანაგი ივანიშვილი პირადად დაურეკავს ამხანაგ პუტინს და მოახსენებს, რომ მისი დავალება შესრულებულია“-ეს განცხადება, საკრებულოს დეპუტატმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა. მან სესიაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ივანიშვილის მონების შესრულებული დავალება უწოდა.

„ივანიშვილს ოკუპანტი, 91 საკუთარი მონა ჰყავს პარლამენტში. დღეს სამწუხაროდ პუტინის პროპაგანდისტული მედია ილაპარაკებს დიდი ბედნიერი სახეებით თუ როგორ დასაჯეს მომიტინგეები, პოლიტიკური ლიდერები იმის ნაცვლად რომ დაესაჯათ ის ადამიანები ვინც ჩვენს ახალგაზრდებს თვალები დათხარეს და დაასახიჩრეს.  დღეს ალბათ ივანიშვილს ჰგონია, რომ მან ჩვენ დაგვამარცხა, რომ დავიშლებით და ჩაახშობს ამ საპროტესტო მუხტს მაგრამ ძალიან ცდება,“-განაცხადა ირაკლი ნადირაშვილმა.

ნიკა მელიას წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას სამარცხვინოს უწოდებს გიორგი ბარამიძეც. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ  ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნეს გავრილოვის ინსტრუქციის შესაბამისად.

„მას მოუხსნეს იმუნიტეტი პირდაპირ პუტინის მითითებით, პირდაპირ გავრილოვის ინსტრუქციის შესაბამისად. და ეს კიდევ ერთი შეურაცხყოფა ჩაიდინეს ქართული სახელმწიფოებისა და თითოეული პატრიოტის მიმართ,“-განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

გიორგი ბარამიძის განცხადებით, ივანიშვილის ქმედებაზე საზოგადოებას ექნება მწვავე რეაქცია. მიმართავს ფართო მასშტაბიან პროტესტს, რომელიც მთელს ქვეყანას მოედება და პუტინის რეჟიმს სახლში გაისტუმრებს. 

ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს მხარი 91 -მა დეპუტატმა დაუჭირა. სესიას არ ესწრებოდნენ ენმ -ს და ევროპული საქართველოს წევრები. ნიკა მელია დარბაზში მარტო იჯდა.

დღის ამბები