14 ოქტომბერი 2019,   03:50
ვრცლად
რა განაცხადა ნიკა მელიამ ანტიოკუპაციურ აქციაზე - გამოსვლა რის გამოც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

პროკურატურა ამტკიცებს, რომ პარლამენტის შენობის შტურმისკენ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ნიკა მელიამ მოუწოდა, თუმცა გამოსვლაში, რომელსაც ყველა სატელევიზიო არხი გადასცემდა, მელია ვადას აძლევდა ხელისუფლებას ირაკლი კობახიძის გადადგომაზე. მოგვიანებთ კი ოპოზიციონერი დეპუტატი ხელებაწეული, მშვიდობიანი მოქალაქეების შესვლას პარლამენტის ეზოში აანონსებდა.

„დავიბრუნებთ ჩვენს კუთვნილს. სიმბოლიკას, დროშას, ჰიმნს, გერბს და ყველაფერ იმას, რისთვისაც თაობებმა იბრძოლეს. 10 წუთში ჩვენ შევალთ მშვიდობიანად, ძალიან კონსტრუქციულად, ხელებაწეულები პარლამენტის შენობის ეზოში. მიმაჩნია, რომ ერთი საათის განმავლობაში თუ არ გადადგება ის, ვინც უნდა გადადგეს, აქ ჩვენ არაფერი გვესაქმება, პარლამენტის წინ, ჩვენ უნდა შევიდეთ მშვიდობიანად, ხელებაწეული პარლამენტის შენობაში, კიდევ უფრო მძაფრი გავხადოთ ჩვენი პროტესტი და რომ გადადგებიან, მერე გამოვალთ გარეთ,“ - განაცხადა  ნიკა მელიამ.

91 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერდა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელიას შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს, სესიაზე კენჭი დღეს უყარეს.

დღის ამბები