23 აპრილი 2024,   12:31
ვრცლად
პოლიტიკური სასამართლო და აბსურდის თეატრი - მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებაზე მსჯელობას მწვავე დაპირისპირება მოჰყვა 

ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეჩერებული აქვს - ამ გადაწყვეტილების მიღებამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ოპოზიციის წევრის დაჭერას მწვანე შუქი იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების სხდომაზე აუნთეს. 6 საათიანი განხილვა ბრალდებებითა და სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო.

მმართველი გუნდის წევრები ამტკიცებდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის მიმართ პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა. ოპოზიციამ ხელისუფლება და დარბაზში მყოფი „ქართული ოცნების“ წევრი რეპრესიების გატარებაში დაადანაშაულა და საბჭოთა ტროიკას შეადარა.

პოლიტიკური სასამართლო და აბსურდის თეატრი - ამ მწვავე შეფასებებს მმართველი გუნდი ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისმენდა. „ქართული ოცნება“ 20 ივნისს მომხდარზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებდა, ოპონენტები კი ხელისუფლებას ოკუპანტი გავრილოვის გაგდების გამო ანგარიშსწორებასა და დასჯაში ადანაშაულებდნენ.

კომიტეტის სხდომაზე პროკურორები 2 ფურცლიანი წერილით მოვიდნენ და კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ბრალდების მხარეს კონკრეტული მტკიცებულება მელიას წინააღმდეგ, თქვეს, რომ აქვთ, მაგრამ ეს ვიდეომასალები დამუშავების პროცესშია.

ოპოზიცია მმართველ გუნდს ორმაგი სტანდარტით მოქმედებასა და ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხის წამოწევით 20 ივნისის სისხლიანი მოვლენებზე გახარიასთვის პასუხისმგებლობის აცილებაში ადანაშაულებდა.

სიტყვიერი დაპირისპირების გამო გაერთიანებული კომიტეტების სხდომა არაერთხელ შეწყდა. ოპოზიცია სხდომის გადადებასა და პარლამენტში მტკიცებულებების წერილობით წარდგენას ითხოვდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები