19 აპრილი 2024,   08:53
ვრცლად
აქცია პერფომანსი რუსთაველის გამზირზე - მომიტინგეებმა სიმბოლურად თვალი წითელი ლენტით აიხვიეს და ჰიმნი შეასრულეს

აქცია პერფომანსი რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ მიმდინარე მიტინგის მონაწილეებმა თვალზე სიმბოლურად წითელი ლენტი აიხვიეს. გარდა ამისა ჩართეს მობილურ ტელეფონებზე არსებული სანათები და სახეზე ქვემოდან მიინათეს. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ეროვნული ჰიმნი შეასრულეს.

ჰიმნის დასრულებისთანავე აქციის მონაწილეებმა სახვევი მოიხსნეს და ჰაერში აისროლეს, როგორც თავისუფალი ადამიანების ნების გამოხატულება.

„ეს არის ის სიმბოლო იმ ამბების რაც მოხდა, ეს არის სიმბოლო რომ დაგვთხარეს თვალები და ამავდროულად აგვიხილეს თვალები. აი ეს არის დღევანდელი საქართველოს გამოხატულება რა მდგომარეობაშიც დღეს ვართ შეურაცხყოფილები, გაბრაზებულები, ნაცემები , დაღლილები, ნაწვალები ოკუპირებულები, ტერიტორია წართმეულები მაგრამ მაინც ფეხზე მდგომები, ერთ მუშტად შეკრული,“-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მიშა მშვილდაძემ.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ დღევანდელი პერფომანსი არის ასევე სიმბოლო იმის, რომ ისინი არ დაიშლებიან იმ დრომდე სანამ ბოლო მოთხოვნა არ შესრულდება.

„ჩვენ ჩვენ აქციებს გავაგრძელებთ იქამდე სანამ გიორგი გახარია არ გადადგება. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ ყველა მოთხოვნა იყოს შესრულებული. დაუშვებელია ადამიანი , რომელმაც თვალები დათხარა და წითელი სახვევები სწორედ ამის სიმბოლოა , თვალებდათხრილი ახალგაზრდების, ეს ადამიანი რომელმაც ეს ჩაიდინა დაუშვებელია რჩებოდეს თანამდებობაზე და მას ვუხდიდეთ ხელფასს,“-განაცხადა ნოდარ რუხაძემ.   

დღის ამბები